გუნდაურში დროებითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13/07/2016

გუშინ, სოფელ გუნდაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას, დავით დუმბაძე ადგილობრივებს სტიქიის შედეგად დაზიანებულ საავტომობილო გზაზე, კაპიტალური მშენებლობის დაწყებამდე დროებითი გადასასვლელის მოწყობას დაპირდა. დაპირებისამებრ, დღეს დილიდან სოფელში აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის ქედის წარმომადგენლობის 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და სოფლის მაცხოვრებლების შრომითი მონაწილეობით, დროებითი გზის გაყვანა დღის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული გზა მერისის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელსა და 4 იალაღს აკავშირებს. ,,მიუხედავად იმისა, რომ სოფლებს ალტერნატიული გზები გააჩნია, სოფლის პროდუქტების სარეალიზაციოდ სწორედ ამ გზას იყენებენ ადგილობრივები. ამ ეტაპისტის კიტრის რეალიზაციის პერიოდია, რომელსაც ტონობით იწევენ ამ სოფლებში, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო მაქსიმალურად მოკლე დროში გაგვეკეთებინა დროებითი გადასასვლელი, რათა ფერემერებს ხელი არ შეშლოდათ” – აღნიშნა დავით დუმბაძემ.
ქედის გამგებელმა სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. მოსახლეობამ სამუშაოების ოპერატიულად დაწყებისთვის მუნიციპალიტეტის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0