გურიანთაში ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

25/05/2017

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ოზურგეთში ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საწარმოს დირექტორთან ილია კეკელიძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდებარე ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა. ასფალტ-ბეტონის საწარმო მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. საწარმო საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს. დასაქმდებიან ადგილობრივები. პროექტის ღირებულება 1 00000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0