გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გურიის რეგიონში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი. გუბერნატორის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

Visited 215 times, 1 visit(s) today