გურიაში ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება

03/05/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე, 4-6 მაიისს, ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი – Bzhuzha Race ჩატარდება. ჩემპიონატი ხვალ 4 მაიისს, 16:00 სთ-ზე, ქალაქ ოზურგეთში გაიხსნება, რომელშიც 7 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო,) წარმომადგენელი – 60 მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი – Bzhuzha Race, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, პირველად საქართველოში გასულ წელს გურიაში ჩატარდა. ჩემპიონატმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც მონაწილეების ასევე, ვიზიტორების მხრიდან. ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფი არიან, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor – ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს. ჩემპიონატი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0