გურიაში ნარჩენების მართვის საკითხზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა

05/12/2018

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ნარჩენების მართვის საკითხზე რეგიონული შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას შეხვდა.
„ნარჩენების მართვის სრულყოფილი სისტემის დანერგვა ქყვეყანაში ამცირებს არალეგალური ნაგავსაყრელების რაოდენობას“ – აღნიშნული საკითხის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა დღევანდელ შეხვედრაზე. მონაწილეებმა მოისმინეს ასევე ინფორმაცია პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები/საქართველო“- ს კომპონენტის (2015 -2018 წლების) შედეგების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ, გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, გარემოს დაცვის სფეროში ტექნიკური ექსპერტი აკაკი ფანჩულიძე, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელობენ ნარჩენების მართვის საკითხებს.
დღეისათვის, მსოფლიოს მთავრობების ყურადღება მიმართულია ნარჩენების მართვის მეთოდების გაუმჯობესებაზე, ნარჩენებით გამოწვეული შედეგების გარემოზე ზემოქმედების პრევენციაზე, ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების მეთოდების აქტიურად დანერგვაზე. სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება საქართველოში, შევედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“, რომელსაც 2010 წლიდან ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები/საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0