გურიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობ

01/12/2018

გურიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ამ წუთებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ არევაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილეები გიორგი თურმანიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – თამაზ ჯინჭარაძე, მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გუდავაძე, შესაბამის სამსახურებთან ერთად.
ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლების სახურავები.
შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია და ითვლება ზარალი. ჩოხატაურში პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ქუჩები გაიწმინდა ხეებისგან, მოხდა ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა. სტიქიის გამო დაზარალებულ აბონენტებს ამდროისთვის ელექტროენერგია მიეწოდება. მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0