გურია კაიაკინგის საერთაშორისო შეჯიბრს მასპინძლობს

05/05/2017

გურია კაიაკინგის საერთაშორისო შეჯიბრს მასპინძლობს. 7 ქვეყნის 60-მდე პროფესიონალი და დამწყები კაიაკერი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟზე დაეშვა. კაიკაინგის ფესტივალი გურიაში მეორედ ტარდება და წელს გაცილებით მასშტაბურია. ჩემპიონატი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და რეგიონის პოპულარიზაციისთვის. შეჯიბრს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ადგილობრივი მცხოვრებლები საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატის – Bzhuzha Race ფინალი, ექსტრემალური დაშვება ხვალ 6 მაისს, სოფელ შემოქმედში გაიმართება. ჩემპიონატი – Bzhuzha Race, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ოზურგეთის მერიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0