გურიის ახალი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გახდა

22/08/2017

გურიის გუბერნატორის ვაკანტურ პოსტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა. ახალ გუბერნატორს ოზურგეთში, ხვალ 11 საათსა და 30 წუთზე პრემიერის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კახა გულედანი წარადგენს.
გურიის ყოფილმა გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აღნიშნული პოსტი ერთი კვირის წინ დატოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0