გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს. გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კრიზისების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენლებს თეიმურაზ მელქაძეს და ილია ხურციძეს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რა უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტების მხრიდან საგანგებო სიტუაციების დროს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირების მოხდენა, ინფორმაციის ოპერატიულად მიღება და რთულ სიტუაციებში სტრატეგიის დასახვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, გიორგი თურმანიძე, გია ებრალიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამივე მუნიციპალიტეტის მერების მოადგილეები და საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი წარმომადგენლები.

Visited 113 times, 1 visit(s) today