გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს: ნიგოითი, ქვიანი, ჯაპანა. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!
ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში.

Visited 243 times, 1 visit(s) today