გურიის რეგიონში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა, ქალაქი ლანჩხუთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათი. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობების პროცესში, ჩართულნი არიან მეფუტკრე ფერმერები და ღონისძიებები მათთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ფუტკარი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

Visited 94 times, 1 visit(s) today