გურიის რეგიონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის სამედიცინო ეტლების გადაცემის ახალი ეტაპი დაიწყო

21/06/2016

პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრებ იური ბლაგიძეს ეტლი გურიის გუბერნატორმა პირადად მიუტანა.
„ჩვენ დღეს ვესტუმრეთ სოფელ სუფსაში მცხოვრებ იური ბლაგიძეს, რომელსაც აქტიური ეტლი გადავეცით. ბენეფიციარი განსაკუთრებულ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. მე მას მაქსიმალური დახმარება აღვუთქვი. ჩვენთვის სოციალური სფერო პრიორიტეტულია და აქედან გამომდინარე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. მადლობას ვუხდი ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და ამერიკელ დონორებს მხარდაჭერისთვის. მათთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონში უკვე 100-მდე სამედიცინო ეტლი დარიგდა,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0