გურიის რეგიონში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება

16/07/2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად აგრარული მიმართულების იქნება: მეტყევეობის, მევენახეობა-მეღვინეობის და მეფუტკრეობის შემსწავლელი პროგრამები ამოქმედდება. ასევე, დაგეგმილია რეგიონის განვითარებისთვის სხვა საჭირო მიმართულებების დამატება და პროფესიული სასწავლებლის გაფართოება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0