გურიის რეგიონში საბავშვო ბაღები ახალი ინვენტარით აღიჭურვა

22/12/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გურიის რეგიონში, საბავშვო ბაღები მოინახულეს და აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
„ მიმდინარე წელს, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (შემოქმედი, გურიანთა) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საბავშვო ბაღები დააფინანსა, პროგრამის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში. მიღებული გრანტის შედეგად ბაღებში შეიცვალა სამზარეულოს ტექნიკა და ინვენტარი. შეძენილ იქნა მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სათამაშოები. სოფელ ერკეთის ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ინვესტიციის ჯამურმა ღირებულებამ 30 000 ლარი შეადგინა. მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს დირექტორს მნიშვნელოვანი პროექტისთვის და ჩვენ, მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერას“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა.
როგორც სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი დაფინანსდა. სრულად აღიჭურვა ბავშვთა საძინებელი ოთახები, მოეწყო სამზარეულო, საგარდერობე და რესურს ოთახები. შეძენილ იქნა ბავშვებისთვის სხვადასხვა ავეჯი (სკამები, მაგიდები, თაროები, კარადები და სხვა). პროექტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინასებით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0