გურიის რეგიონში სოფლის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში სოფლის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის მიმდინარეობის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გაეცნო. მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიებში ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. აღნიშნული ამბულატორიები აღჭურვილია იმუნიზაციისთვის საჭირო ყველა ინვენტარით. სოფლებში ვაქცინაცია, ამჯერად, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით არის შესაძლებელი. გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სხვა ვაქცინებით შეუფერხებლად მიმდინარეობს ლანჩხუთის “მედალფას“ კლინიკასა და “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურის კლინიკებში -“მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“, ასევე, ოზურგეთში- კლინიკა „მედალფაში“ და შეკვეთილში, ემერჯენსის შენობაში – სამედიცინო ცენტრ “დოსტაქარში“.

Visited 11 times, 1 visit(s) today