გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

22/11/2018

გრიგოლეთში, სასტუმრო „ვილა რეტას“ საკონფერენციო დარბაზში, “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, გურიის რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, კენჭს უყრიან გურიის ტურიზმის განვითარების დოკუმენტს შემდგომი განხილვა -დამტკიცების მიზნით. როგორც შეხვედრაზე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, იგეგმება აღნიშნული დოკუმენტის სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოზე განხილვა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დამტკიცება არსებული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად.
პროექტის დირექტორის ნანა თავდუმაძის განმარტებით, სტრატეგია შემუშავდა მონაწილეობითი და მაღალკვალიფიციური ექსპერტების ხელმძღვანელობით. პროექტი არის დასკვნით ფაზაში და წახალისებულ იქნა 35 ადგილობრივი ინიციატივა.
შეხვედრას ესწრებიან გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ნათია ანდღულაძე და პროექტში მონაწილე პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0