გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

04/05/2017

დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა, გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, გუბერნატორის მოადგილეებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს, რეგიონში 2016 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2017 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს. მხარეებმა გურიის რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების და მინერალური რესურსების მართვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0