გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის – „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა

29/01/2018

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის – „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრებმა წარმოადგინეს და განიხილეს გურიის რეგიონში, სოფლების განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა, ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტები. შეხვედრას დაესწრნენ გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, შესაბამისი სამსახურებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0