გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

25/01/2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად , კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0