გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია იწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანების და მწვანე საფარის მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

Visited 150 times, 1 visit(s) today