დაბა ადიგენში ქუჩების მოასფალტება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ადიგენში თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებისთვის 533 191 ლარი დაიხარჯება. ჯამში ასფალტ-ბეტონი საფარი 3 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაიგება. ამ დროისთვის გზის მოასფალტებასთან ერთად სანიაღვრე არხების მონტაჟი მიმდინარეობს.

Visited 199 times, 1 visit(s) today