დაბა ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი გაიხსნა

05/08/2017

დაბა ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი გაიხსნა. მისი სიმაღლე 7, ხოლო სიგანე 2,70 მეტრია. იდეისა და ძეგლის ავტორია მოქანდაკე დავით ტაბატაძე, ავტორთან ერთად ძეგლზე იმუშავეს მხატვარ- მოქანდაკეებმა პაატა ნარიმანიშვილმა და მამუკა მაღლაკელიძემ. ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის დადგმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარით დაფინანსდა.
საზეიმო ვითარებაში ლენტი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაჭრა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე. ასევე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე.
ღონისძიების სტუმრებს დღის განმავლობაში, სახვითი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენებზე, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისა და სახალხო დღესასწაულისათვის სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების, მეხსური ტრადიციებისა და ადათ-წესების გაცნობის საშუალება ქონდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0