დაბა ასპინძაში ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

08/12/2022

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვარდიაშვილმა და შოთა როსტიაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ , სამხარეო ადმინისტრაციისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

დაბის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, შადრევნის, ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონის, ჭადრაკის მოედნის, პარკის ადმინისტრაციული შენობის მოწყობა. გათვალისწინებულია პარკის გამწვანება.
აქტიურად მიმდინარეობს დაბა ასპინძაში ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაცია;
სოფელ იდუმალაში და სოფელ ივერიაში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია;
დასრულდა სოფელ რუსთავის გზის რეაბილიტაცია;
დასრულდა სოფელ ივერიაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
სოფელ ხერთვისში დასრულდა კლუბის რეაბილიტაცია;
სოფელ ძველში დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა 60 ბავშვისთვის. საბავშვო ბაღით ისარგებლებენ 4 სოფლის აღსაზრდელები;
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ თმოგვში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება; პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბავშვთა სათამაშო და საძინებელი ოთახების, სამზარეულოს, სანიტარული კვანძების, ეზოს სრული კეთილმოწყობა. ბაღით ისარგებლებენ 4 სოფლის აღსაზრდელები.

აღნიშნული სამუშაოები დაფინანსებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დასრულდა საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიცირებული პროგრამის- „განახლებული რეგიონების “ფარგლებში დ. ასპინძის სკვერისა და ერეკლეს მოედნის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0