დაბა ახალდაბაში შინმოუსვლელთა სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა

07/11/2017

დაბა ახალდაბაში შინმოუსვლელთა სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა. ტერიტორიის კეთილმოწყობა ზაფხულში დაიწყო, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა. ამჟამად პარკის რეაბილიტაციას გამარჯვებული კომპანია შპს „მური“ ახორციელებს. ტერიტორიაზე დაგეგმილია ლითონის ღობისა და კარებების მოწყობა, კაუჩუკის საფარის გაკეთება, არსებულ კედელზე ძველი წარწერების აღდგენა, ასევე ფანტანისა და ატრაქტიონების მონტაჟი, პარკში განლაგდება სკამები და ურნები.პარკი 80-იან წლებში გაიხსნა. ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოიშალა. სამუშაოების დასრულება კლიმატური პირობების ხელშეწყობის შემთხვევაში 2 კვირაში უნდა დასრულდეს. პარკით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს ასევე კურორტის სტუმრებს შეეძლებათ. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0