დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ აღინიშნა

04/04/2019

დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ აღინიშნა. „დიდველზე“ სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები ერთმანეთს თხილამურებით სირბილში, გიგანტურ სლალომში და სნოუბორდში შეეჯიბრნენ. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი და ნინოწმინდელი სპორტსმენებიც. გამარჯვებულები დღის ბოლოს საზეიმოდ დააჯილდოვეს. 100-ზე მეტ სპორტსმენს რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა თასები, მედლები და სიგელები გადასცეს. ღონისძიებაზე გაიმართა ბაკურიანის ჰოკეისტთა გუნდის დაჯილდოებაც, რომლის წევრებმა მარტის თვეში ბათუმში ორ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. “ბაკურიანობა” ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და წელს ის 38-ედ ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0