დაბა ბაკურიანში ცენტრალურ ქუჩებზე არსებული შენობების ფასადებისა ღობეების განახლება მიმდინარეობს

07/12/2022

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: დავით ვარდიაშვილმა, შოთა როსტიაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მერიის წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. ტერიტორია გალამაზდება შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდება გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებული იქნება ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.
ამავე პროექტის ფარგლებში დასრულდა კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაცია. გზის სავალი ნაწილი ქვაფენილით მოპირკეთდა, ფეხით სავალ ნაწილზე გრანიტის ფილები დაიგო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული შენობების ფასადებისა ღობეების განახლება მიმდინარეობს. დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სათამაშო მოედნები და ტურისტული ზონები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომლის მეშვეობითაც მოხდება კავშირი პარკის ქვედა და ზედა ზონებს შორის; პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტები და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. პროექტი დააფინანსა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. დაბა ბაკურიანში დასრულდა წერეთლის ქუჩის მონაკვეთის, წერეთლის ქუჩის რკალისა და ხიდის რეაბილიტაცია, ქუმარიტაშვილის ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია, წაქაძის ქუჩაზე მისასვლელი გზისა და წაქაძის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია. პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს – ტრენაჟორები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0