დაბა კაზრეთში კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დაიწყო

11/07/2017

დაბა კაზრეთში კომპანია ,,არემჯის“ მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის მშენებლობა დაიწყო.
სამუშაოები 1კვირაა რაც დაიწყო და ამ ეტაპზე გზის დაკვალვა მიმდინარეობს. 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყობა 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ადგილზე მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0