შპს „ლურჯმა ველმა“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნულმა კომპანიამ, ასევე მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ და ბაღის გაშენების, სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 75,000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ბენეფიციარის მიერ მიღებული დაფინანსებიდან 66,096 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8,904 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
კომპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, გაშენებული აქვს ლურჯი მოცვი. საგრანტო და თანადაფინანსების სახსრებით, შპს “ლურჯი ველი”, მისი მიმდინარე საქმიანობის მოდერნიზებას ლურჯი მოცვის ბაღის 2 ჰექტარზე, გვირაბის ტიპის მაღალი სათბურების მოწყობის მეშვეობით განახორციელებს, რათა თავიდან აიცილოს ამინდთან დაკავშირებული რისკები და გაზარდოს პროდუქტიულობა.
თანამედროვედ მოწყობილი კენკრის ბაღისა და კენკრის მოსავლის აღების კარგი მეთოდების დემონსტრირების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ, შპს “ლურჯ ველთან” თანამშრომლობით, კენკრის საველე დღე ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი თეა კუპრაძე, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები, კენკრის ოცდაათამდე მწარმოებლი, საბითუმო მოვაჭრე გურიიდან, აჭარიდან, იმერეთისა და კახეთის რეგიონებიდან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ და წინასწარი გაგრილების ოპერაციებს, რომელიც ხილის, კენკროვანი კულტურებისა და ბოსტნეულის მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების პირველ ეტაპს წარმოადგენს.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ხელი შეუწყო საქმიანი კავშირების დამყარებას შპს „ლერჯ ველსა“ და ისეთ კომპანიებს შორის, როგორიცაა:
• ინდ. მეწარმე „გოჩა ნოზაძე“, რომელიც ახორციელებს დღეში 500 კგ ნედლი მოცვის შესყიდვას და მიეწოდება „აგროჰაბს“ თბილისში.
• შპს. „გოლდენის ქართული ხილი“, რომელიც „ლურჯი ველის“ ნედლი მოცვის ექსპორტირებას გეგმავს.
საველე დღის მონაწილეები, ასევე დაესწრნენ შპს „ლურჯი ველის“ მიერ ამ კომპანიებისთვის პროდუქტების მომზადების პროცესს.