დაბა ლაითურში, ხანძრის შედეგად მრავალბინიანი კორპუსი დაიწვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ხანძრის შედეგად მრავალბინიანი კორპუსი დაიწვა. სავხოვრებელ კორპუსს, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობს ცეცლი გამთენიოს გაუჩნდა. დილიდანვე იმყოფებოდა ადგილზე დაბის მაჟორიტარი, საკრებულოს წევრი გიორგი ჩაგანავა. მისი თქმით ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გამოწვევი მიზეზი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ რის, დამწვარია საცხოვრებელი სახლის თითქმის ორივე სართული. ადგილზე მივიდა და დაზარალებულები მოინახულა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძრვანელ ლავრენტი ბიგვავასა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძესთან ერთად. როგორც ისინი საკრებულოს წევრებთან საუბარში აღნიშნავენ, ხანძარი დილით 6 საათზე გაჩნდა, დაზარალებულებმა ვერც პირადი და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ მომენტისთვის სახანძრო სამაშველო სამსახურის მიერ ხანძარი ლოკალიზებულია. საკრებულოს ინფრასტუქტურის კომისია, მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად მაქსიმალურად მოკლე დროში ეცდება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას.

Visited 321 times, 1 visit(s) today