დაბა მახინჯაურში განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა მახინჯაურში განახლებული სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება ჰოსპიტალურ ქსელ “მედალფას” ეკუთვნის. ქსელი გურია, აჭარასა და შიდა ქართლში შვიდ სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს.
სამედიცინო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სააფთიაქო ქსელ „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დღეს გაიხსნა თანამედროვე ტიპის სამედიცინო ცენტრი „მედალფა“, ვულოცავ აქ დასაქმებულ მედიკოსებსა და პაციენტებს, რომლებიც მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას. დარწმუნებული ვარ, რომ პირველადი ჯანდაცვის ქსელის გაძლიერებით ჩვენ შევძლებთ სტაციონარიზაციის შემცირებას“- განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
მახინჯაურის სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს სრულ ამბულატორიულ მომსახურებას. ცენტრი მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების უმეტესობა.
კლინიკის ხელმძღვანელთა განმარტებით განახლებული მედალფა მახინჯაურის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და მაღალ კვალიფიციური მედ პერსონალით.

Visited 198 times, 1 visit(s) today