დაბა ნარუჯაში საბავშვო ბიბლიოთეკა გაიხსნა

02/03/2017

ახალი ბიბლიოთეკა დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა. გახსნას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაესწრო და საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. „ მინდა მოგილოცოთ ახალი ბიბლიოთეკის გახსნა. ეს პროექტი გულისხმობს განვითარებას, ახლის შეცნობას და წინსვლას. მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, რომელმაც მაქსიმალურად დაგვიჭირა მხარი ამ წამოწყებაში. ასევე მადლობას ვუხდი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს,“ – განაცხადა გიორგი კეკელიძემ. „ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ სასიამოვნო პრეცედენტს. დაბაში გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყო ჩართულები მსგავს პროცესებში და მხარს დავუჭიროთ ასეთ ინიციატივებს. გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს და მადლობას ვუხდი იდეის ავტორებს და მონაწილეებს,“- აღნიშნა ოზურგეთის გამგებელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0