დაბა ნასაკირალში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

30/05/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ერთკილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია „გზამშენი 18“ ახორციელებს.
აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გზის მშენებლობის პირველი ეტაპი, მიმდინარე წელს დასრულდება, ხოლო 2017 წელს ნასაკირალის გზა სოფელ მელექედურის საგზაო მონაკვეთს შეუერთდება. გზის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
ნასაკირალი-მელექედურის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დაათვალიერეს.

“მინდა აღვნიშნო, რომ დაბა ნასაკირალში სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს. აქ გადადგილება წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ გზის მოასფალტება იყო და მიხარია, რომ მეტად მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ყველა იმ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დათქმულ დროში შეასრულებს, რომლებიც სოფლებში დაიგეგმა,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0