დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ტექნიკური წინადადების საპრეზენტაციო შეხვედრა ჩატარდა

13/12/2019

შპს „ურბანიკას“ ხელმძღვანელმა ირაკლი მურღულიამ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებისთვის დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ტექნიკური წინადადების საპრეზენტაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები. შეხვედრა საქმიან ხასიათს ატარებდა. „ურბანიკა“, ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც დაბა სურამის ქალაქთმშენებლობით გეგმაზე მუშაობს. პრეზენტაციის ფარგლებში იმსჯელეს ტექნიკური მიდგომების და განვითარების პრინციპების შესახებ, გაცვალეს საქმიანი ინფორმაცია, გაიმართა საგნობრივი დისკუსია.
შპს „ურბანიკა“ სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ფარგლებში შეხვედრების ჩატარებას დაბა სურამის მოსახლეობასთანაც გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0