დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, 15 ოქტომბერს, ადგილზე იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, აღნიშნული პროექტით 1500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
პროექტი ორწლიანია, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 960 555 ლარს ითვლის.

Visited 117 times, 1 visit(s) today