დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში გზის მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. ემ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორება.

„აღნიშნული პროექტით 1500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტი ორწლიანია, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 960 555 ლარს ითვლის.

Visited 131 times, 1 visit(s) today