დაბა სურამში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა სურამში, პუშკინის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა. არხის მოწყობა შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომელიც 49 282 ლარს შეადგენს, მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის მაისის ბოლოსთვის დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს ქალაქ ხაშურში, განთიადის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება ქალაქ ხაშურში თევდორე მღვდლის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება.

Visited 168 times, 1 visit(s) today