დაბა სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ხორციელდება. ტყის აღდგენის პროცესში, საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დათიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. მუხისა და იფნის ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხელ ჯანაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსმა გიორგი ნიკოლეიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
გასულ წელს ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა მავნე მწერმა – მუხის დიდმა ხარაბუზამ გამოიწვია. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების დაგეგმვის პარალელურად მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც 3,3 ჰა ფართობზე გახორციელდება.
სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში მოიჭრა 90 გამხმარი მუხა. ხოლო, შესაბამისი სეზონის დადგომისთანავე ტყის გაშენების ღონისძიებებიც დაიწყო. ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა და 1200 იფანი დაირგვება.ზინდისი-ბაიანთხევის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გამწვანების აქცია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიცირებით, მიმდინარე წლის 21 მარტსაც მოეწყო, მასში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციები და ახალგაზრდები.

Visited 93 times, 1 visit(s) today