დაბა სურამში ფიროსმანისა და მშვიდობის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

14/03/2020

დაბა სურამში ფიროსმანისა და მშვიდობის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, ამ ეტაპზე გზების მოსწორებისა და ფიროსმანის ქუჩის დამცავი კედლის მოწყობა ხორციელდება. ფიროსმანის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 342 428 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მშვიდობის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები 1296 939 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0