დაბა სურამში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

14/06/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, უკვე დამონტაჟდა სკამები, მიმდინარეობს ჩასასვლელი კიბის და კედლების მოწყობა , მოხდება ფასადების რეაბილიტაცია და სანიტარული კვანძის მოწყობა.

„აღნიშნული პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იქნა შერჩეული. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე დამსვენებლისთვის.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
მათი განმარტებით, პროექტის ჯამური ღირებულება 20 827 ლარს შეადგენს და სამუშაოები ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0