დაბა ურეკსა და კურორტ გომისმთაზე ოფროუდში ექსტრემალური შეჯიბრი ჩატარდა

26/06/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტის ფარგლებში “ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე” დაბა ურეკსა და კურორტ გომისმთაზე ოფროუდში ექსტრემალური შეჯიბრი ჩატარდა.
შავი ზღვის სანაპიროზე Jeep-ის მარკის ავტომობილებით ოფროუდერებმა საჩვენებელი შეჯიბრი მოაწყვეს.
ტურის ფარგლებში კოლონა კურორტ გომისმთის მიმართულებით გაემგზავრა, სადაც დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის, იმერეთის და თბილისის “off-road” კლუბის წევრებმა.
გამოვლინდნენ გამარჯვებული ოფროუდერები, რომლებსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა – ნატალია ხომერიკმა სპეციალური სიგელები და თასები გადასცეს.
„ პროექტი “ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამთო და საზღვაო კურორტების პოპულარიზაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება. გომისმთაზე უკვე მეორედ მოეყო ჯიპ-ტური, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და პროექტის მასშტაბურობაც გაზარდა. დღეს ქვეყნის ყველაზე ექსტრემალმა ოფროუდერებმა ძალიან აზარტული სანახაობა გვიჩვენეს. სასიხარულოა, რომ ამას ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი ხედავს, რაც მეტად გაზრდის კურორტის ცნობადობას მთელს რეგიონში,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
შეჯიბრის ბოლოს აჭარის ოფროუდის ფედერაციამ ჩემოპიონატის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს – ნატალია ხომერიკს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და აჭარის ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0