დაბა წაღვერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

27/11/2017

დაბა წაღვერში დასრულდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები. შენობაში სრულიად შეიცვალა ძველი კარ-ფანჯარა, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობების გარე-ფასადი, განხორციელდა ასევე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემაც.
ამჟამად შენობაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ოთახები ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება.
აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება რიგით მე-7 იქნება, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა.
საბავშვო ბაღში შესრულებული სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მანანა ორჯონიკიძემ დაათვალიერეს.
ბაღის გახსნა უახლოეს მომავალში მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0