დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია

09/07/2018

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის დღეს ღია დიალოგი გაიმართა ქუთაისში. შეხვედრაზე, რომელსაც 200-მდე მეწარმე დაესწრო, ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა მათ ახალი საგადასახადო რეჟიმით გათვისწინებულ სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია და მთავრობის წევრთა განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე, მათ უშუალოდ მეწარმეებისგან მოისმინონ ინფორმაცია და მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, მასშტაბური საგადასახადო რეჟიმი 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურს ეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის,ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით,მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრების დანახარჯები. ამ დროისთვის მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 559 მეწარმე ფიზიკურ პირს.
მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს,რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0