დადგება დრო, როცა ყველას, ვისაც დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი, დაუსჯელი არ დარჩება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობას გამოეხმაურა და მომხდარს “საოკუპაციო რეჟიმის ბარბაროსული აქტი” უწოდა.

„დადგება დრო, როცა ყველას, ვისაც დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი, მით უფრო ისეთ მძიმე დანაშაულში, რასაც შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, არც ერთი ასეთი ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. ღრმად მწამს, რომ ეს ძალიან სწრაფად, ძალიან მალე იქნება! თითოეული ჩვენგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ერთი მხრივ, ეს დაუსჯელი არ დარჩეს და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტად იყოს ასეთი ბარბაროსული აქტები პრევენცირებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Visited 38 times, 1 visit(s) today