„ქართული ოცნების“ პოლიტ. საბჭოს წევრი ეკა ბესელიამ, მედიასთან მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხები განმარტა. დეპუტატის განცხადებით კანონმდებლობის შესაბამისად პირველ სხდომაზე განხორციელდება ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, რის შემდეგაც პროცედურების გათვალისწინებით აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერატი და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები.
„დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ნიშნავს პირველ სხდომას, ამიტომ ველოდებით მის გადაწყვეტილებას. პირველი სხდომა არის განსაკუთრებული დღისწესრიგის, უსმენს როგორც პრეზიდენტს ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, შემდეგ უკვე არის ძალიან ბევრი პროცედურული საკითხი, რომელიც ეხება ფრაქციების უმრავლესობის და უმცირესობის შექმნის თაობაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველ სხდომაზე ხდება პარლამენტის თავმჯდომარის, მოადგილეების და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“ – აცხადებს ბესელია.
დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი ნიშნავს პირველ სხდომას
Visited 105 times, 1 visit(s) today