დავეხმარებით იმ სუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის გამო პრობლემა შეექმნათ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, შევუმსუბუქოთ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პრობლემები, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ განიხილა და პარლამენტში გადასაგზავნად მოამზადა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, პანდემიიდან და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო სუბიექტებს აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები, გადავუვადოთ გადახდის ვადები ანუ შევუმსუბუქოთ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების, ან პრივატიზების დროს ეკისრებათ“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებმაც იჯარით აიღეს სასოფლო-სამეურნეო მიწები და დაადასტურებენ, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებაში სწორედ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების გამო შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები. ნათია თურნავას განმარტებით, ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი, რადგან გლობალურ გამოწვევასთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული და მთავრობა, ძალიან სამართლიანად და გამჭვირვალედ, ყველა ასეთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს მიანიჭებს გარკვეულ შვებას და შეღავათებს.

Visited 37 times, 1 visit(s) today