დავით ბაქრაძემ პარლამენტში კვარტალური ანგარიში წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

23 მაისს, საქართველოს პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი კვარტლის სრულყოფილი ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო მინისტრს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტში მოუსმინეს.
„საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, გაწეულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ისე წევრ-სახელმწიფოებში.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკულად სრულად არის რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. დოკუმენტი, პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, სრულად 1 ივლისიდან შევა ძალაში.

Visited 162 times, 1 visit(s) today