დავით გოგუამ სოფელ ჭოღაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ , გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭოღაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. შეხვდნენ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს და აღნიშნეს,რომ გზის დაგებით სოფელში წლობით დაგროვილი პრობლემა გადაიჭრა.

მეორე ჭოღაში საავტომობილო გზის 4–კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო – ბეტონის საფარით მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 639 745 ლარით,ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 032 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი” ასრულებს . დასაქმებულია 20–ამდე მუშა–ხელი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საფალტო–ბეტონის საფარის დაგება ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

Visited 124 times, 1 visit(s) today