დავით დონდუა გიორგი ბალანს შეხვდა

24/07/2017

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბალანს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის საკითხებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოლდოვის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე, მათ შორის, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების უკანონო პროცესზე. დავით დონდუამ მოლდოველ კოლეგას გააცნო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და სამშვიდობო პროცესში არსებული დაბრკოლებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0