დავით დონდუა გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

21/01/2016

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს, გიუნტერ ბეხლერს.
დავით დონდუამ გიუნტერ ბეხლერს მიულოცა ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვა, ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარის რანგში. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს ეუთოში გერმანიის თავმჯდომარეობა დამატებითი იმპულსი იქნება საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების კუთხით პროგრესის მისაღწევად.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს ჟენევის მოლაპარაკებების 33-ე რაუნდის შედეგები. ისაუბრეს მომდევნო რაუნდის კონსტრუქციულად წარმართვისა და მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
დავით დონდუამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მოლაპარაკებების ფორმატის, დღის წესრიგისა და პროცედურების პატივისცემაზე.
თავის მხრივ, გიუნტერ ბეხლერმა მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური როლი ითამაშოს ჟენევის მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0