დავით დონდუა ელჩებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ესაუბრა

20/07/2017

„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ერთ-ერთი სამუშაო სესია დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მისი მოგვარებისთვის საჭირო სამშვიდობო პოლიტიკას. შეხვედრაზე, რომლის მოდერატორი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, სამინისტროს ხელძღვანელობამ ელჩებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია ამ მიმართულებით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. ისაუბრეს საქართველოს საელჩოებისა და ცენტრალური აპარატის მიერ განსახორციელებელ ქმედებებზე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით..
შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ორმხრივი მიმართულება, პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობის, ასევე საერთაშორისო ფორმატში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან აღნიშნული თემის დღის წესრიგში კიდევ უფრო წამოწევის საკითხები იმისათვის, რომ პოზიტიური დინამიკა იქნას შეტანილი კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის სხვა უწყებებთან ერთად ძალიან აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის მოგვარების პროცესში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ წარმატებას, რომელიც მიღწეულია საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
შეხვედრაზე დაისახა მომავალი წლის გეგმები, როგორც საელჩოების, ასევე სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი მიმართულებების შემდგომი მუშაობისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0